Logo

კუმარ აიერი – ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო 38 დასახელების ელექტროსაქონელი

პოლიტიკა
1391
Frontnews image description

საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო 38 დასახელების ელექტროსაქონელი, – ამის შესახებ ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალურმა დირექტორმა კუმარ აიერმა განაცხადა.

 

“ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ზუსტად 38 დასახელების ელექტროსაქონელი. ჩვენ ახლა ამ 38 ელექტროსაქონელზე სასაუბროდ ვართ ჩამოსული. 

 

მინდა, კიდევ ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე სასაუბროდ ჩვენ მხოლოდ საქართველოში არ ჩამოვსულვართ, ჩვენ საქართველოდან მივემგზავრებით სომხეთში. ეს ჩვენი ერთობლივი ჯგუფი უკვე თითქმის 5-6 ქვეყანაშია ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას ზუსტად ამ კონკრეტულ საკითხზე სასაუბროდ, როგორ ვმუშაობთ ამაზე, როგორ ვაკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, რას ვუყურებთ, რა კონკრეტული მეთოდიკა გვაქვს შემუშავებული. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე. ფოკუსიც სწორედ ეს იყო და ასე ვაპირებთ გაგრძელებას“, – განაცხადა აიერმა.

თაგები:

სანქციები
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები