
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, სს – “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას“ მხარდაჭერით, სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 45 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში – შემეცნებით, სახალისო და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობს.
პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დასავლურ ღირებულებებზე, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები.
საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკს ესტუმრა და მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს