Logo

“კუნთების ჩვენება, პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირება და კიდევ აქეთ რაღაც დამუქრება, გადაჩეხავს “ქართულ ოცნებას”

საზოგადოება
545
Frontnews image description

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნოტაციების კითხვის ნაცვლად, მთავრობის მეთაურს ურჩევნია, მოლაპარაკებებზე მმართველმა გუნდმა შეთანხმებას მიაღწიოს.   

"თუ ოდნავ მაინც აქვს რაღაც დისკრეცია უფლებამოსილების, რომ გააკეთოს, არის ის, რომ ამ მოლაპარაკებებზე ქართული ოცნება მოვიდეს კონსტრუქციულად და შეთანხმებას მიაღწიონ. თუ არა, მერე დასხდნენ და ითვალონ, თუ რამდენი ადამიანი მოვა და კიდევ უფრო როგორ გაღრმავდება კრიზისი. ეს დამოკიდებულება, რაღაც კუნთების ჩვენების, ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების იგნორირების და კიდევ აქეთ რაღაც დამუქრების, საბოლოო ჯამში ქვეყანას მიიყვანს კატასტროფამდე და გადაჩეხავს მათ შორის "ქართულ ოცნებასაც", – განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას დღეს ისევ დესტრუქციული უწოდა. ის პარტიების მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ოპოზიციის მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე". 

თაგები:

Advertisement