კურსკში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა


ავტორი
Front News საქართველო
10 მარტს, რუსეთის კურსკში ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის თქმით, ხანძარი უკრაინული დრონის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
“უკრაინული დრონი ჩამოვარდა და ცეცხლი გაჩნდა ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე. ადგილზე სახანძრო ბრიგადები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ”, – წერს კურსკის ოლქის გუბერნატორზე რომან სტაროვოიტი სოციალურ ქსელში.
რუსული ტელეგრამის არხი SHOT-ის მტკიცებით კი, დრონმა დააზიანა 3 ათასი ტონა მოცულობის კონტეინერი, რომელიც თავდასხმის დროს ცარიელი იყო.
10 მარტის ღამეს რუსეთში, ტიუმენის ოლქის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქში გაზსადენზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ხანძარი საკმაოდ ძლიერი იყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ბელგოროდის ოლქში “დრონები განადგურდა”. მომხდარის გამო რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
თაგები:
კურსკი