“ქუთაისი 2010” FIBA Europe cup-ის მეორე ტურის შეხვედრაში “პერისტერთან” დამარცხდა


ავტორი
Front News საქართველო
FIBA Europe cup-ის მეორე ტურის შეხვედრაში “ქუთაისი 2010” “პერისტერთან” ანგარიშით 67:102 დამარცხდა.
შეხვედრას ქალაქ ათენში ანდრეას პაპანდრეოს სახელობის მოედანმა უმასპინძლა.
მასპინძლებმა საწყის წუთებშივე მოახერხეს საგრძნობი უპირატესობის მოპოვება, რამაც გუნდს მეტი თავდაჯერება და კარგი სათამაშო განწყობა შეუქმნა.
ქუთაისი ცდილობდა თამაშში დაბრუნებას და ჩამორჩენის შემცირებას, თუმცა მოწინააღმდეგემ ამის შესაძლებლობას არ მისცა.
კარგი დაცვისა და შეტევების ფონზე ბერძნულმა გუნდმა ქუთაისელები მეორე მეოთხედის შემდეგ გასახდელში ოცდაორქულიანი ჩამორჩენით ჩაუშვა.
მესამე მეოთხედის საწყისი წუთები სტუმრებმა კარგად დაიწყეს, თუმცა მოწინააღმდეგემ მალევე დაიბრუნა წამყვანის როლი და მეოთხედის ბოლოს ოცდაათქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.
ბოლო მეოთხედიც, დანარჩენი სამის მსგავსად, “პერისტერის” დომინაციით წარიმართა. რის შედეგადაც, მასპინძლებმა სტუმრები საგრძნობლად დიდი ანგარიშით დაამარცხეს.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა “ქუთაისი 2010”-ის შემადგენლობაში მყოფმა ამერიკელმა ლეგიონელმა ტაირი ბოიკინმა დააგროვა. მის ანგარიშზე 18 ქულაა.
“ქუთაისი 2010” FIBA Europe cup-ის შემდეგ შეხვედრაში ესპანურ “ბილბაოს” ქუთაისის სპორტის სასახლეში 29 ოქტომბერს უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.
თაგები:
“ქუთაისი 2010”

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა