Logo

“ქუთაისი 2010” FIBA Europe cup-ის პირველ შეხვედრაში დამარცხდა

სპორტი
67
Frontnews image description

“ქუთაისი 2010”-სთვის FIBA Europe cup-ის სეზონი წარუმატებლად დაიწყო. გუნდი სახლში ჩეხეთის “BRNO”-სთან ანგარიშით, 66:84 დამარცხდა.

შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

საწყისი რამდენიმე წუთი თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა სტუმრებმა მალევე შეძლეს სადავეების ხელში აღება. რის შედეგადაც, მეორე მეოთხედის შემდეგ ქუთაისის კალათბურთელები გასახდელში ჩვიდმეტქულიანი ჩამორჩენით შევიდნენ.

მესამე მეოთხედიც მოწინააღმდეგეთა დომინაციით დაიწყო. ჩეხი კალათბურთელები შეტევას თითქმის არ აფუჭებდნენ, რასაც ვერ ვიტყვით ქუთაისელებზე.

მატჩის ბოლო მეოთხედში ქართველებს მცირე გაქცევა ჰქონდათ, თუმცა ამან მატჩზე დიდი გავლენა ვერ იქონია. სტუმრად ჩამოსულმა ჩეხებმა მასპინძლები დაამარცხეს.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი “BRNO”-ს შემადგენლობაში მყოფი ჯეიქობ გროვსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 33 ქულაა.

“ქუთაისი 2010” შემდეგ შეხვედრას FIBA Europes cup-ის ფარგლებში 22 ოქტომბერს საბერძნეთში “პერისტერის” წინააღმდეგ ანდრეას პაპანდრეოს სახელობის მოედანზე გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

Advertisement