Logo

ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი

სამართალი
154
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული ნ.ჭ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1983 წელს დაბადებული დ.ჰ. და 1985 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Advertisement