ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე, სპეცტექნიკიდან 310 ლიტრი საწვავის ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შპს "სპენუს ჯგუფში“ ტექნიკოსებად იყვნენ დასაქმებულნი. ისინი „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ ტერიტორიაზე, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან, წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლნენ 310 ლიტრ საწვავს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


