Logo

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, ჟურნალისტები არ შეუშვეს

საზოგადოება
139
Frontnews image description

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სხდომათა დარბაზში ჟურნალისტები და მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არ შეუშვეს.  

მანდატურებმა მათ სასამართლოს ეზოში შესვლის უფლებაც არ მისცეს და უთხრეს, რომ დარბაზში, სადაც პროცესი მიმდინარეობს, 24 პირზე მეტი ვერ ეტევა.

ჟურნალისტი და "ინფო იმერეთის" ხელმძღვანელი ირაკლი ვაჩიბერაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ დარბაზში მინიმუმ, 50-მდე ადამიანი ეტევა. 

"უამრავი პროცესი მაქვს გაშუქებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მინიმუმ, 50-მდე ადამიანი ეტევა, თუმცა ამ წუთებში მანდატურები გვეუბნებიან, რომ აღნიშნულ დარბაზში მაქსიმუმი არის 24 კაცი, რაც არის მტკნარი სიცრუე.

ეზოში არ გვიშვებენ, ეს არის უკანონობა, ეზოში ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესვლის უფლება, თუმცა მანდატურებმა მიიღეს უკანონო ბრძანება და ჩაკეტეს ჭიშკარი და არ უშვებენ არც ჟურნალისტს, არც სამოქალაქო პირს თუ აქტივისტს", - განაცხადა ირაკლი ვაჩიბერაძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებენ, რითაც მზია ამაღლობელს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

სხდომას ესწრება მზია ამაღლობელიც.

Advertisement