
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, პირველად გამოიფინა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის (AUD) პირველკურსელთა მიერ შექმნილი ვიზუალური კვლევის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების გაცნობას დიზაინის კულტურის ძირითად პრინციპებთან.
გამოფენა სიტყვით გახსნეს KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა ქარციძემ. ღონისძიებას დაესწრნენ: KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის (AUD) ხელმძღვანელი მარიამ ბოჭორიშვილი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები, მშობლები, მოწვეული სტუმრები.
ნამუშევრები იკვლევს კომპოზიციის და დიზაინის სფეროს თეორიებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გეომეტრიულ-ინტუიციურ და აღქმის პრინციპებს; ფოკუსირდება სივრცულ ურთიერთობებზე, მოძრაობასა და ფორმა-ფერის ურთიერთქმედებაზე. მნიშვნელოვანი ადგილი ქართულ ანბანს დაეთმო.
KIU-ს დიზაინის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყო, შემუშავებულია ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამას უძღვებიან ქართველი და იტალიელი პროფესორები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს