
ავტორი
Front News საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU), გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უმასპინძლა.
სტუმრებმა KIU-ს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარეს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ფუნქციებსა და განხორციელებულ პროექტებს.
სალექციო კურსის დასასრულს, სააგენტოს წარმომადგენლებმა მობილური ლაბორატორიის გამოყენებით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გარემოს რადიაციული ფონური მდგომარეობა შეაფასეს და სტუდენტებმა ამ ლაბორატორიის მუშაობა პრაქტიკაში გამოცადეს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი საკითხებისა და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ადგილზე გასცნობოდნენ იმ თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობას, რომლის საშუალებითაც გარემოს რადიაციული მონიტორინგი ხორციელდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს