ქუთაისის "ტორპედომ” მოქმედი ჩემპიონი “იბერია 1999” დაამარცხა


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული ლიგის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოს” და “იბერია 1999”-ს შორის ქუთაისელების გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.
შეხვედრას ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.
მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-19 წუთზე ბიორნ იონსენის საგოლე გადაცემით ალეკო ბასილაძემ “იბერია 1999”-ს გაუტანა.
მატჩი აქტიურად მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ცდილობდა შედეგიანი შეტევების განხორციელებას.
31-ე წუთზე ქუთაისელთა ფეხბურთელმა ვარლეი და სილვამ ფელიპე პირასის პასით მეორე გოლი გაიტანა და მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა.
მოქმედმა ჩემპიონებმა მოახერხეს 41-ე წუთზე მოწინააღმდეგე გუნდისთვის გაეტანათ და ჩამორჩენა ერთ ბურთამდე დაიყვანეს. გოლის ავტორი ბაქარ ქარდავა გახლდათ.
პირველი ტაიმი ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო, “იბერია 1999” ცდილობდა წონასწორობა აღედგინა. ბევრი მწვავე შეტევა იყო ორივე გუნდის კართან, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოხერხდა.
90-ე წუთზე ქუთაისის "ტორპედოს” შემადგენლობიდან მესამე გოლი ფელიპე პირესმა გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშად 3:1 დაფიქსირდა.
აღნიშნული მატჩის შემდეგ “იბერია 1999” ცხრილში მეორე, ხოლო “ტორპედო” მესამე ადგილს იკავებს.
თაგები:
ქუთაისის "ტორპედო"

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა