ქუთაისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყეს.
"გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა სამი პირი: 1970 წელს დაბადებული შ.ყ., 1979 წელს დაბადებული ი.რ. და 1983 წელს დაბადებული ი.გ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამივე დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მათგანი - შ.ყ. გარდაიცვალა.
დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


