Logo

ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს სახურავთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები მოუგვარდებათ

საზოგადოება
199
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას სახურავთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდებათ.

კომპაქტურ ჩასახლებაში არსებული მდგომარეობის გასაცნობად, დღეს ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად იმყოფებოდა.

გიორგი ჯინჭარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია და ამ მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ საჭიროებების გაცნობის მიზნით მთავრობის თავმჯდომარე აღნიშნულ ჩასახლებაში ერთი კვირის წინ იმყოფებოდა.

აფხაზეთის მთავრობა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილთა კომპაქტური განსახლების ადგილების მონიტორინგს აქტიურად აგრძელებს.

Advertisement