
ავტორი
Front News საქართველო
დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, “სერია ა”-ს 22 ტურში, “ნაპოლიმ” “კრემონეზეს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში გამორჩეული იყო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იუბილარი გახლდათ და დაბადების დღეზე საკუთარ თავს საჩუქრად გატანილი გოლი უსახსოვრა.
კვარას გარდა ნეაპოლელთა რიგებიდან თავი ვიქტორ ოსიმენმა და ელიფ ელმასმა გამოიჩინეს.
“პარტენოპეი” “სერია ა”-ს კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს და ნელ-ნელა წარმოუდგენელი ხდება მათ ჩემპიონატი ვერ მოიგონ.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო დღევანდელ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო “კრემონეზეს” ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, სავარაუდოდ, ის ერთ კვირაში დაუბრუნდება მწვანე მინდორს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ხვიჩა კვარაცხელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს