
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ფეხბურთის ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას და “ნაპოლის” განახლებული კონტრაქტი მზად არის, საქმის დასრულებამდე ხელმოწერაა დარჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელია ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს.
განახლებული პირობებით, ქართველი თავდამსხმელი, 4 მილიონ ევროს მიიღებს წლიურად ბონუსების ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ ჩაიწერება.
ახალი ხელშეკრულება ორივე მხარეს კომფორტულ სიტუაციაში ამყოფებს, გარკვეული დროის შემდეგ გუნდს შეუძლია ფეხბურთელი ძვირად გაყიდის და ფეხბურთელმაც გაცილებით მეტი თანხა გამოიმუშაოს ახალ კლუბში.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ხვიჩა კვარაცხელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს