
ავტორი
Front News საქართველო
“ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ფრანკფურტის “აინტრახტმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
შეხვედრა ნეაპოლელთა დომინირებით წარიმართა, სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა მალევე ვიქტორ ოსიმენმა ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში კი ულამაზესი კომბინაციის შემდეგ კვარაცხელიამ ქუსლით საოცარი გადაცემა გაუკეთა ჯოვანი დი ლორენცოს, რომელმაც დაუფასა ქართველს გარჯა და ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი, ნეაპოლში დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, 15 მარტს გაიმართება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ხვიჩა კვარაცხელია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს