
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვადასხვა დროს, რუსთავში მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, ფარულად, უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას და ძვირფასეულობას.
პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო ნაქურდალი თანხისა და ძვირფასეულობის ნაწილი, ასევე, საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს