Logo

ქვემო ქართლის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სამართალი
186
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1962 წელს დაბადებულ ა.ს.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ს. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები