ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი: 2002 წელს დაბადებული ე.შ., 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. რუსთავსა და ფონიჭალაში სხვადასხვა დროს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "ალფა-პვპ", "მეთადონი“ და "გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




