Logo

ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლები აქციას - "გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” შეუერთდნენ

საზოგადოება
399
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელმა, მონაწილეობა მიიღო აქციაში „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“.

ააიპ „სისხლის დონაციის ბანკსა“ და შს სამინისტროს შორის მემორანდუმი 2025 წლის 1 აპრილს გაფორმდა. აღნიშნული აქციის მიზანია მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ონკოლოგიური პაციენტების, ასევე შს სამინისტროს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღება.

აღნიშნულ აქციას, ასევე, შეუერთდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებიც.

Advertisement