Logo

ქვემო ქართლის რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა გაიხსნა

რეგიონები
67
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

"მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასკოლო საზოგადოებას განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარიული კვანძები და პანდუსი. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზი.

სოფელ დიდი დმანისის 500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ 230 ათას ლარამდეა", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Advertisement