ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ახლად არჩეული მერი წარუდგინა

ავტორი
Front News საქართველო
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ახლად არჩეული მერი მიხეილ აფციაური წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა ახლად არჩეულ მერს წარმატებები უსურვა, ხაზი გაუსვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტიანად განხორციელების პროცესში. ასევე აღინიშნა, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირება.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოსო ალიბეგაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
თეთრიწყარო












