კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ავტორი
Front News საქართველო
კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Cyprus Mail-ს ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, პიროტექნიკური მასალის მქონე ასაფეთქებელი მოწყობილობა არც თუ ისე ძლიერი იყო. ის ისრაელის საელჩოს შესასვლელიდან 30 მეტრში აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პოლიციამ 17-დან 21 წლამდე ოთხი მამაკაცი დააკავა. წინასწარი მონაცემებით, ოთხივე კვიპროსში სირიიდან ჩავიდა.
თაგები:
კვიპროსი




