
ავტორი
Front News საქართველო
გერმანელმა ჟურნალისტებმა “კვირას” კიდევ ერთი ფოტო მოაწოდეს, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშია გადაღებული, – წერს “კვირა”.
“ფოტოზე დავით კეზერაშვილთან ერთად ბიზნესმენი ვანო ნაკაიძე ჩანს. საინტერესოა, რომ ვანო ნაკაიძეს ეკუთვნოდა სატვირთო გემი, რომელიც 28 ივნისს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა და რომელზეც ელენე ხოშტარია ამტკიცებდა, რომ მას სანქცირებული რუსული ტვირთი გადაჰქონდა. დასკვნებს საზოგადოება, ალბათ, თავად გამოიტანს.
ცნობისთვის, გუშინ გერმანელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, “კვირას” მოაწოდა სკანდალური ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანთან კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული”, – წერს “კვირა”.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს