კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% “ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 18% – “ნაციონალურ მოძრაობას”


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კითხვაზე, კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% პასუხობს, რომ ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს გამოკითხულთა 18%, „ევროპული საქართველოს“ კი 3%.
ასევე, გამოკითხულთა 3% ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა 2%, „პატრიოტთა ალიანსს“ ასევე 2%, "ლეიბორისტულ პარტიას“ – 2%, პარტიას „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2%, „ლელოს“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – 1%.
არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა 10%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15%-ს, ყველა პარტიას გადახაზავდა 5%.
ამასთან, კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არც ერთ შემთხვევაში, გამოკითხულთა 27% ასახელებს „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას – 26%.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.
საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
თაგები:


IRI – მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 31% “ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 16% “ნაციონალურ მოძრაობას“

IRI – ამ კვირაში რომ არჩევნები ტარდებოდეს, 25% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 12% – “ნაციონალურ მოძრაობას”

NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 34% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 20% – “ქართულ ოცნებას”, 5% – “ნაციონალურ მოძრაობას”