Logo

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

შემთხვევა
07.01.2025 / 19:36
Frontnews image description

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების განცხადებით, მამაკაცი მოკლულია.

მათივე თქმით, მამაკაცი მესაფლავედ მუშაობდა. მას რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა და ოჯახი ეძებდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე დღის წინ ჯერ მამაკაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი.

თაგები:

ცხედარი
Advertisement