ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა

ავტორი
Front News საქართველო
ლაგოდეხის მუნიციპაკიტეტის სოფელ გელათთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „ოპელის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
თაგები:





