
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,1992 წელს დაბადებული ა.მ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ყვარელში დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ ლაგოდეხის სოფელ კაბალში მდებარე ერთ-ერთ კაფეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ ე.ი.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს