
ავტორი
Front News საქართველო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები სეტყვამ დააზარალა. ადგილობრივების თქმით, წუხანდელმა სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ბაღები და ვენახები.
სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის ნაწილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში აქცია გამართა. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
"არჩევნებზე რომ ამბობდნენ, დადექით ჩვენს გვერდით და ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდითო, აბა სად არიან ახლა? რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? პურის ფული არ მაქვს. ბანკის ვალით მქონდა გაკეთებული ეგეც. მოვიდეს მერია, რატომ არ მოდის? არავინ არ მოსულა", – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლები დღის განმავლობაში არ მივლენ, ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს