ლაგოდინსკი – თუ “ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ხალხი მათ მხარესაა, მაშინ არაფრის უნდა ეშინოდეს


ავტორი
Front News საქართველო
მე არ ვყოფილვარ არჩევნებზე, მაგრამ იქ იყვნენ ორგანიზაციები, რომლებსაც ვენდობი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტები, რომლებშიც არასდროს შემიმჩნევია, რომ ისინი რომელიმე მხარის სასარგებლოდ იყვნენ მიკერძოებულები და ისინი იტყობინებიან მასობრივი გაყალბებების შესახებ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური ძალების ინტერესებშია, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვების პირობებში და თუ „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ხალხი მათ მხარესაა, მაშინ, არაფრის უნდა ეშინოდეს.
“მე არ ვყოფილვარ არჩევნებზე, მაგრამ იქ იყვნენ ორგანიზაციები, რომლებსაც ვენდობი, მათ შორის, ახალგაზრდა იურისტები, რომლებშიც არასდროს შემიმჩნევია, რომ ისინი რომელიმე მხარის სასარგებლოდ იყვნენ მიკერძოებულები და ისინი იტყობინებიან მასობრივი გაყალბებების შესახებ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ძალების ინტერესებშია, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვების პირობებში და თუ “ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ხალხი მათ მხარესაა, მაშინ, არაფრის უნდა ეშინოდეს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სანქციებზე, რათა გავაანალიზოთ სიგნალი, რომ ყველაფერი შესაძლებელი არ არის, თუმცა, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ის ხალხი, ვისაც ძალაუფლება აქვს საქართველოში, გადახედავს საკუთარ ქმედებებს“, – განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.
თაგები:
სერგეი ლაგოდინსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს