
ავტორი
Front News საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის შესახებ, რომელიც საკეისრო კვეთის შემდეგ გართულებებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა, ფილტვზე 22-ბალიანი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ახალშობილის მდგომარეობა კი სტაბილურია.
“პაციენტი შემოვიდა 15 ივნისს, კორონავირუსის უმძიმესი ფორმით, ფილტვების 22 ქულა დაზიანებით. იყო ორსული. მცირდებოდა მუცლად მყოფი ბავშვის გულისცემა და სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩატარდა.
ბავშვი იყო აპარატზე და გადარჩა, დღეს კარგად არის, მოხსნილია აპარატიდან. სამწუხაროდ, დედა, მიუხედავად 1 თვის ინტენსიური მკურნალობისა, ვერ გადარჩა, რაზეც ძალიან ვწუხვართ ყველა” – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს