Logo

ლამერტი - ამ შეხვედრის მიზანია გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა

პოლიტიკა
188
Frontnews image description

ამ შეხვედრის მიზანია გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა და შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გარემოებები, რომელმაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე მიიყვანა საქმე, არის საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევა.

"შეხვედრა, რომელიც გაიმართება ევროკომისიისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს შორის, არის სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც ვიზალიბერალიზაციით არის გაწერილი. ის იმართება, როცა ამოქმედებულია სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. ეს არის მარტში მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ითვალისწინებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას საქართველოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, თავდაპირველად 12 თვის განმავლობაში.

ამ შეხვედრის მიზანია გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა და შეხვედრაზე ეს საკითხი განიხილება. გარემოებები, რომელმაც უვიზო მიმოსვლის შეჩერებამდე მიგვიყვანა, არის საქართველოს მხრიდან ვალდებულებების დარღვევა", - განაცხადა მარკუს ლამერტიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები