ლამერტი - ეს იქნება ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ტარდება შეჩერების პროცესსა და კონტექსტში

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც უვიზო რეჟიმის შეთანხმება ჩერდება, კომისია აღნიშნულ მესამე ქვეყანასთან გაფართოებულ დიალოგს მართავს და მისი მიზანია შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება და ამ კონტექსტში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას.
"2026 წლის მარტში კომისიამ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა 12 თვის ვადით შეაჩერა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ ამაზე. როდესაც უვიზო რეჟიმის შეთანხმება ჩერდება, კომისია აღნიშნულ მესამე ქვეყანასთან „გაფართოებულ დიალოგს“ მართავს და მისი მიზანია შეჩერების გამომწვევი გარემოებების გამოსწორება და ამ კონტექსტში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის.
შეგახსენებთ, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას. ისინი ეწინააღმდეგება კავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, ხელს უშლის კავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას.
ეს იქნება ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ტარდება შეჩერების პროცესსა და კონტექსტში", – განაცხადა მარკუს ლამერტმა.
11 ივნისს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართება.
თაგები:
მარკუს ლამერტი




