ლამერტი - საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შელახვის გამო სერიოზულად ვართ შეშფოთებული


ავტორი
Front News საქართველო
სერიოზულად ვართ შეშფოთებული ფუნდამენტური უფლებების შელახვის გამო საქართველოში. გავეცით რეკომენდაციებიც უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ყველა დანარჩენს თავისი დრო ექნება, - ამის შესახებ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა.
"რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს, ეს არის ჰორიზონტალური ზომა და ეხება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი აქვს. მივესალმებით ევროპარლამენტში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ახალი წესების მიღებას, რომელიც შევთავაზეთ 2023 წელს. ახლა, ვიდრე ის ძალაში შევა, საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი.
მექანიზმი შეიძლება ახლავე ამოქმედდეს უკონტროლო მიგრაციის ნაკადის უეცარი გაზრდის, რეადმისიის თანამშრომლობის ნაკლებობის ან უსაფრთხოების რისკების შემთხვევაში. ახალი წესები კი ქმნის მისი აქტივაციის ახალ საფუძვლებს, ეს უკავშირდება სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობას, მოქალაქეობის გაყალბებას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, მიგრაციის ბერკეტად გამოყენებას და მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესებას.
ეს შეიძლება მოიცავდეს ფუნდამენტური თავისუფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების სერიოზულ დარღვევებსაც.
მოკლედ რომ ვთქვათ, ახალი წესები უფრო სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯების საშუალებას იძლევა უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით. ახალი საფუძვლებით უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად პროცედურა უფრო მარტივი და მოქნილი იქნება", - განაცხადა ლამერტმა.
თაგები:
მარკუს ლამერტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს