ლანა გალდავა – ბათუმში რაც ხდება, ეს არის სადამსჯელო სპეცოპერაცია ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში რაც ხდება, ეს არის სადამსჯელო სპეცოპერაცია ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ Front News-ს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა ლანა გალდავამ განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რომელიც პირდაპირ რეპრესიული ხასიათისა.
“უკანონოდ არიან დაკავებულები, ამ ადამიანებს მე ვუწოდებ სინდისის პატიმრებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა“, – განაცხადა გალდავამ.
12 იანვარს, ბათუმში გამართულ აქციაზე 8 ადამიანი, მათ შორის კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი ლუკა ნაცვლიშვილი დააკავეს.
თაგები:
ლანა გალდავა




