
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ლელო” რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს საგამოძიებო კომისიის შექმნას, – ამის შესახებ ფრაქცია ლელოს წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომიისის გადაწყვეტილება გადამწყვეტ როლს ითამაშებს პროცესებზე.
“ჩვენ, ფრაქცია “ლელო” რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ კომისიის შექმნას. ყველა დაბარებული პირი ვალდებული იქნება მოვიდეს და საპარლამენტი საგამოძიებო კომისიის წინ გააკეთოს ახსნა- განმარტება პროცესებთან დაკაშირებით, რაც ვითარდებოდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მეტი სიცხადე იქნება საქმეში და სწორედ ეს სიცხადე შემდეგ უკვე ძალიან მთვარ გადამწყვეტ როლს ითამაშებს შემდეგ პროცესებზე”, – განაცხადა გალდავამ.
საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მიზნით იგეგმება.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 წევრის მხარდაჭერა სჭირდება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარდაჭერის მისაღებად უკვე დაიწყო კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან.
თაგები:
ლელო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს