Logo

ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა

საზოგადოება
874
Frontnews image description

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, 92 წლის ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა.  მან ვაქცინა ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში საჯაროდ გაიკეთა. 

"ეს მართლა იშვიათი შემთხვევაა, როცა შემიძლია, თავს უფლება მივცე, რომ მოგიწოდოთ, აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ უბრალოდ გადავრჩეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, ჩვენი ახლობლები, თუ გვინდა, რომ უბრალოდ კარგად ვიყოთ", – აღნიშნა რეჟისორმა აცრის შემდეგ. 

სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

თაგები:

Advertisement