ლანჩხუთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
ლანჩხუთში ძლიერ ქარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სოფელ ლესაში ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა.
შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
ტაქსიში მყოფი მგზავრები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. წაქცეულია 50-მდე ხე. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ბუნებრივი გაზის მილები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს