ლანჩხუთში, ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს.
“გურია თუდეის” ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.
ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ და 82 და 72 წლის ქალბატონები გარდაცვლილები ნახეს.
შემთხვევის ადგილს პოლიცია იცავს და ადგილზე ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fwww.guriatoday.ge%2Fposts%2Fpfbid02ckYGLUWXvhRhdwZ82Ly2cJJAj3HHpYrE3LAagB41H938g31zbW1j2NALTG3aiVjrl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”682″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
ლანჩხუთი