Logo

ლანჩხუთში ოპოზიციური პარტიების მერობის საერთო კანდიდატი უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იქნება

პოლიტიკა
372
Frontnews image description

ოპოზიციური პარტიების მერობის საერთო კანდიდატი ლანჩხუთში პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” წევრი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია იქნება.

 

მუხაშავრიამ დღეს ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში პარტიის საარჩევნო სია წარადგინა.

 

მისი განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში, ის ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, ინტერნეტის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული სხვა არაერთი პრობლემის მოგვარებას ეცდება.

 

ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა: “ტრიბუნა,” “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობა”.

თაგები:

Advertisement