Logo

ლანჩხუთში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად ალექსანდრე სარიშვილია წარდგენილი, ოზურგეთში - პაატა კუნჭულია, ჩოხატაურში - მინდია ჟღერია

პოლიტიკა
140
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა.

მისი განცხადებით, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი იქნება.

„გურიაში, მოქმედ მერს - ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი - პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე - მინდია ჟღერია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement