ლანდსბერგისი – ნატოს ქვეყნების თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება აუცილებელია


ავტორი
Front News საქართველო
ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა დაუშვებელია, ამიტომ რუსული რაკეტების ჩამოგდება აუცილებელია, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
“ერთხელ შეიძლება იყოს შეცდომა. მაგრამ თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ეს განმეორდეს, ეს იქნება წახალისება. ამიტომ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება და გავაგზავნოთ ძალიან მკაფიო სიგნალი, რომ თუ ეს განმეორდება, რაკეტები ან დრონები ჩამოგდებული იქნება”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, რუსული რაკეტებით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა “პირველი შემთხვევა არ არის“.
“უკვე დაფიქსირდა რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის რამდენიმე შემთხვევა და ეს ასევე არ არის პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა“, – განაცხადა მან.
უკრაინაზე მასიური თავდასხმების დროს რუსული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე არაერთხელ აღმოჩნდნენ. ბოლოს ასეთი შემთხვევა 24 მარტს დაფიქსირდა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებდა რუსულ რაკეტას, თუ ის ქვეყნის სიღრმეში უფრო მეტად შეფრინდებოდა.
თაგები:
გაბრიელიუს ლანდსბერგისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს