
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანაში თუ გვექნება ტურისტების შემოშვების შესაძლებლობა, შევძლებთ საზღვრის სრულად გახსნას, მოსალოდნელია, რომ ლარზე კიდევ უფრო დადებითი ტენდენცია გვქონდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლარის გამყარება არანაირ ერთ ტრანზაქციას არ მოუხდენია და "ეს არის ეკონომიკის მიმართ კარგი მოლოდინების შედეგი“.
„ექსპორტისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს რაც შეეხება, ბოლო პერიოდში, საკმაოდ კარგი ტენდენციებია. მარტში ზრდა დაფიქსირდა 4 პროცენტით, აპრილში ექსპორტის, დღგ-სა ბრუნვებისა და გზავნილების წინასწარი მაჩვენებლები იმის თქმას საშუალებას იძლევა, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდა იქნება კიდევ უფრო მაღალი მარტთან შედარებით, რაც პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. ეს პოზიტიური მოლოდინები აქვს კერძო სექტორს. ლარის გამყარება არანაირ ერთ ტრანზაქციას არ მოუხდენია, ეს არის ეკონომიკის მიმართ კარგი მოლოდინების შედეგი. შეზღუდვები მოიხსნა, ესეც მოლოდინების ნაწილია და ვფიქრობ, დადებითმა პარამეტრებმა კერძო სექტორს დადებითი პარამეტრები აჩვენა და სწორედ ამიტომ მოხდა ლარის გამყარება. თუ ისეთი ეპიდსიტუაცია გვექნება, რომ შევძლებთ და ტურისტებს შემოვუშვებთ, შევძლებთ საზღვრის სრულად გახსნას, რაც ალბათ, ვაქცინაციიდან და ეპიდვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ლარზე კიდევ უფრო დადებითი ტენდენცია გვქონდეს. იმის თქმა, რამდენზე ჩამოვა და რა კურსი იქნება, ამის თქმა შეუძლებელი და არასწორი იქნება“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეისთვის, 21 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3537 ლარი ღირს, ევრო – 4.0895 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.7378 ლარი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს