Logo

ლაშა ბაქრაძე - როგორც კი ესენი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, ამ პოლარიზაციის დიდი ნაწილი მაშინვე გაქრება

პოლიტიკა
542
Frontnews image description

როგორც კი ესენი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, ამ პოლარიზაციის დიდი ნაწილი მაშინვე გაქრება, - ამის შესახებ ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პერიოდი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ისტორიაში.

"პოლარიზაცია ისეთი ძლიერი არ არის, რომ არ იყოს ე.წ. ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ნავთის დასხმა. როგორც კი ესენი აღარ იქნებიან ხელისუფლებაში, ამ პოლარიზაციის დიდი ნაწილი მაშინვე გაქრება. 
რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ სხვადასხვა აზრი უნდა არსებობდეს თუნდაც ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. 

დღესაც, ეს პერიოდი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ისტორიაში. თუკი ჩვენ გვაქვს წარსულში რაიმე ბაზისი თავისუფლებისა და დემოკრატიულობის, სწორედ ეს რესპუბლიკაა, როდესაც დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა ვცადეთ. ეს ქვეყანა, პირველი რესპუბლიკა უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს ისტორიისათვის და თუკი რამეზე შეგვიძლია, ავაშენოთ მომავალი თავისუფალი დემოკრატიული და სოციალური ქვეყანა, სწორედ ეს პერიოდია საქართველოს ისტორიაში, სადაც ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ვაშენოთ ქვეყანა, რომლის მსგავსი შეიძლება ევროპაშიც არ იყო და შეგვიძლია, შევქმნათ წესიერი სახელმწიფო. აი, ამას ებრძვის რუსეთი", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები