
ავტორი
Front News საქართველო
ორი პრეზიდენტი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში და ორივე მათი დაუძინებელი მტერია. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანს წერა-კითხვა თუ შეუძლია, შეუძლებელია “ოცნების“ მხარდამჭერი იყოს, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დაპირება მხოლოდ შიშის დანერგვა და თავისუფალი საზოგადოების განადგურებაა.
“არ შეიძლება ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს არ ამოუვიდეს ყელში, როდესაც ერთადერთ დაპირებად “ქართული ოცნება” იძლევა იმას, რომ გაანადგურებს თავისუფალ მედიას, გაანადგურებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და გაანადგურებს სამოქალაქო საზოგადოებას. ტოტალურ იზოლაციაში მოვხვდებით, რაც ხალხს არ უნდა. ისინი მუდმივად თესავენ შიშებს და იმედი აქვთ, რომ ამ შიშებით ხმებს მოიპოვებენ, ან აქვთ ფსევდოპატრიოტული, ფსევდოეკლესიური ტოტალური კონტროლის სურვილი.
ორი პრეზიდენტი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში და ორივე მათი დაუძინებელი მტერია. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანს წერა-კითხვა თუ შეუძლია, შეუძლებელია “ოცნების“ მხარდამჭერი იყოს”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს