
ავტორი
Front News საქართველო
“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება მიიტაცა. მისი სურვილია, სრული, ტოტალური კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოსი, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისეთი ქვეყანა, როგორიც ახლა საქართველოა, ვერ იქნება ცივილიზებული ქვეყნების გვერდით.
“ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება მიიტაცა. მისი სურვილია, სრული, ტოტალური კონტროლი ხელისუფლების ყველა შტოსი. ამისი ნათელი მაგალითია, რაც ახლა ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია გადაახიეს თავზე და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს. ფაქტობრივად, ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ ვდგამთ ნაბიჯს.
ასეთ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად იყოს და გახდეს ევროკავშირის წევრი.
ეს ხდება მიზანმიმართულად და ეს არის უაღრესად ცუდი ნიშნები. თუ “ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, ჩვენ მივიღებთ ავტორიტარულ სახელმწიფოს”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა.
თაგები:
ლაშა ბაქრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს