
ავტორი
Front News საქართველო
ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს პასუხს მოგვიანებით გასცემს.
“დღეს, მოგვიანებით, მოგახსენებთ ჩემ პასუხს სამინისტროს განცხადებაზე.
ჟურნალისტებსაც ვთხოვ, ცოტა ხანი მაცალონ.
მანამდე კი სამინისტროს ვურჩევდი, რადგან „სამართლიანად აღშფოთებულ მოქალაქეთა“ აზრი აინტერესებთ – განცხადების ქვეშ კომენტარებს ნუ შლიან, მოქალაქეები არიან აღშფოთებულნი ასეთი საქციელით.
რადგან სამინისტრომ საჯარო გახადა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მე კი საზოგადოების შეწუხება არ მინდოდა – მოგახსენებთ რომ კოვიდის მიუხედავად თავს კარგად ვგრძნობ და ახლა განმეორებითი პსრ-ტესტი უნდა გავიკეთო”, – წერს ბაქრაძე სოციალურ ქსელში.
კულტურის სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნში შეცდომაა – ანა კალანდაძის 2 ლექსი ელენე დარიანს არის მიკუთვნებული. კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებელი ლაშა ბაქრაძეა, შესაბამისად, მასთან ამ საკითხის “სერიოზულად განხილვას” გეგმავს მას შემდეგ, რაც ის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს