ლაშა ბაქრაძე – ჰიტლერსაც კი არ უთქვამს, ყველა პარტიას ავკრძალავო, “ოცნების” მთელი რიტორიკა არის ტყუილებზე აგებული


ავტორი
Front News საქართველო
ჰიტლერსაც კი არ უთქვამს, ყველა პარტიას ავკრძალავო. “ოცნების” მთელი რიტორიკა არის ტყუილებზე აგებული. რა მორალზე საუბრობს ხალხი, რომელიც აჩვენებს ფოტოს მარიუპოლის თეატრს, სადაც ბავშვები დაბომბეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” ატყუებს ხალხს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, მაშინვე დაიწყებენ ომს.
“ჰიტლერსაც კი არ უთქვამს, ყველა პარტიას ავკრძალავო. “ოცნების” მთელი რიტორიკა არის ტყუილებზე აგებული. მე მესმის, რომ ადამიანებს ეშინიათ, როცა ომით და მშვიდობით საუბრობს, მაგრამ მოდით, ავიღოთ მოლდოვას მაგალითი – მოლდოვაში გააგდეს ოლიგარქი, არის პროდასავლური მთავრობა, მათ აქვთ რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორია და ომი არ დაწყებულა. ეს “ქოცნება” ატყუებს ხალხს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, მაშინვე დაიწყებენ ომს. რატომ უნდა დაიწყოს ვინმემ ომი?! ეს ხომ სრული სიგიჟეა. დაახლოებით, ამ ხაზის გაგრძელებაა, რომ დასავლეთი ჩვენზე ზეწოლას ახდენს.
რა მორალზე საუბრობს ხალხი, რომელიც აჩვენებს ფოტოს მარიუპოლის თეატრისა, სადაც ბავშვები დაბომბეს რუსებმა და ამ დროს გვერდით არის სურათი, თუ რა ლამაზად არის ჩვენი თეატრები. წადით და ნახეთ, რა დღეშია საქართველოს თეატრები”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
თაგები:
ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძე – ოპოზიციურ სპექტრს არასდროს არ უთქვამს, ვინმეზე შურისძიება უნდა, ისინი კი გაუთავებლად ამბობენ, რომ ვიღაცებს აკრძალავენ, დასჯიან

მამუკა მდინარაძე – მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, ვინც და რა ფორმითაც არ უნდა მოგმართოთ, არ დაიჯეროთ და არ წამოეგოთ არანაირ შემოთავაზებას თუ პროვოკაციას

ლაშა ბერიძე – თუ არ იქნება ზელენსკი, რომელიც ასეთ ძლიერ ლიდერად ჩამოყალიბდა, რუსებისთვის ეს გამარჯვება იქნება, ამერიკელებს კი ზელენსკი ხელს უშლით