
ავტორი
Front News საქართველო
“მოსალოდნელია ამ ომის კიდევ უფრო ბრუტალიზაცია”, – ამის შესახებ ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ახლა რუსეთის სამხედრო მანქანის ამოცანაა, რომ რაღაც წარმატება აჩვენონ პუტინს.
“მოსალოდნელია ამ ომის კიდევ უფრო ბრუტალიზაცია. ამის ნათელი მაგალითები უკვე ბევრი გვაქვს სუმი, ჩერნიგოვი, ხარკოვი თუ მარიუპოლი, ყველაზე მიწასთან თითქმის გასწორებული ქალაქი. მოსალოდნელია, რომ ეს ასე გაგრძელდეს. მათ ნებისმიერი საშუალებით პუტინს უნდა აჩვენონ რაღაც წარმატება. დარწმუნებული ვარ, რომ ხელმძღვანელობა და თვითონ პუტინი არიან გაცოფებულები“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან 13 დღე გავიდა, დანგრეული და დაბომბილი ქალაქებისა და ადამიანური მსხვერპლის მიუხედავად, რუსეთმა ვერცერთი ქალაქის აღება ვერ მოახერხა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს